ხშირად დასმული კითხვები

ძებნის შედეგი

თქვენს საძიებო მოთხოვნაში არაფერი მოიძებნა.

როდის ექვემდებარება საფოსტო გზავნილი იმპორტის გადასახადისაგან (განბაჟებისაგან) გათავისუფლებას?

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია

ა) ფიზიკური პირის მიერ:

Ø საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე-97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

Ø 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;

Ø 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი.

 

ბ) ფიზიკური პირის გარდა ყველა სხვა სუბიექტის მიერ:

 

Ø საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე-97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი;

Ø 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;

Ø 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი.

 

შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის

ოდენობა აღემატება ზემოხსენებულ ზღვრულ ოდენობას, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

რა არის ქოლ-ცენტრის საკონტაქტო ნომერი და სამუშაო საათები?

ტელ: +(995 32) 224 09 09

ორშაბათი-პარასკევი: 9:30 სთ.-დან - 18:30 სთ.-მდე
შაბათი: 10:00 სთ.-დან - 14:00 სთ.-მდე

როგორ ვიპოვოთ სერვისცენტრების მისამართები?