ამანათი - საფოსტო გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი (ნივთი), თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, დანიშნულების ქვეყნისა და შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ დადგენილ წესებს.
შპს „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს შემდეგი სახეობის ამანათების მიღება/გაგზავნას და ჩაბარებას:
ადგილობრივი ამანათი - ამანათი, რომლის გაგზავნა და ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.
ადგილობრივი ამანათის პირობების გასაცნობად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.gpost.ge/Content/ContentFiles/a6e3ed01619b7314188af5544d43d261.pdf
საერთაშორისო ამანათი - ამანათი, რომელიც საჰაერო გზით იგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მიერ სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე ამავე გზით მიიღება სხვა ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციიდან, მისი „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ადრესატისთვის ჩაბარების მიზნით.
თქვენთვის სასურველ ქვეყანაში საჰაერო ამანათის გაგზავნის მიზნით, გაეცანით ამ ქვეყნის მოთხოვნებს შემდეგ ბმულზე: https://www.gpost.ge/help/requirements
ამანათის შიგთავსის მიმართ დადგენილ ზოგად აკრძალვებსა და შეზღუდვებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://www.gpost.ge/Content/ContentFiles/e95a4c9b40bc81a1d822ba4d41025f27.pdf
სახმელეთო ამანათი - ამანათი, რომელიც სახმელეთო გზით იგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მიერ მხოლოდ განსაზღვრულ ქვეყნებში, აგრეთვე ამავე გზით მიიღება მხოლოდ განსაზღვრული ქვეყნებიდან და „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით ბარდება ადრესატს საქართველოს ტერიტორიაზე.
სახმელეთო ამანათთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.gpost.ge/help/postal-service-details?Id=459
ქვეყანაში შემომავალი, აგრეთვე ადგილობრივი ამანათის ადრესატისთვის ჩაბარების ვადები:
ØD+3 - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
ØD+5 - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
შენიშვნა:
· D გულისხმობს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გზავნილის მიღების დღეს, რომელსაც ემატება მითითებული სამუშაო დღეების რაოდენობა.
· სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებია - მესტიის (3200), სტეფანწმინდის (4700), დუშეთის (1800), თიანეთის (2500), ცაგერის (5100), ლენტეხის (2900) ადმინისტრაციული ერთეულები.
საქართველოს ტერიტორიაზე ამანათის ჩაბარების ზოგადი წესები
· თუ ამანათი შეიცავს ინფორმაციას ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ, ამანათის „საქართელოს ფოსტის“ მიღების შემდეგ ხორციელდება SMS შეტყობინების გაგზავნა.
· მობილური ტელეფონის ნომრის არარსებობის შემთხვევაში ამანათზე მითითებულ ადრესატის მისამართზე „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ხორციელდება წერილობითი შეტყობინების დატოვება .
შენიშვნა: ადრესატისთვის ჩაუბარებელი ამანათი სერვისცენტრში ინახება 30 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდგომაც იგი უბრუნდება გამგზავნს. მომხმარებელს საშუალება აქვს აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს „საქართველოს ფოსტისთვის“ შესაბამისი მოთხოვნით მომართვის გზით.