მისამართის მითითების ნიმუში:
საქართველოს ტერიტორიაზე:
საზღვარგარეთ:
წერილი - გზავნილის სახეობა, რომელიც შეიცავს ქაღალდზე დატანილ ტექსტს ან/და დოკუმენტს და იგზავნება/ბარდება დახურული სახით, კონვერტით;
· მარტივი წერილის წონა: 500გრ-მდე;
· რეგისტრირებული წერილის წონა: 2 კგ-მდე;
· წერილის ზომა: მინიმალური 90X140 მმ; მაქსიმალური - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
საფოსტო ბარათი - წარმოადგენს მყარი ქაღალდის ან მუყაოსგან დამზადებულ სპეციალურ ბლანკს, განკუთვნილს წერილობითი ტექსტის განსათავსებლად და იგზავნება/ბარდება ღია სახით, კონვერტის გარეშე.
· საფოსტო ბარათის წონა: 20გრ-მდე.
· საფოსტო ბარათის ზომა: მინიმალური 90X140 მმ; მაქსიმალური - 120X235მმ;
მცირე პაკეტი - გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიცავს ნივთებს, თუ მათი მცირე პაკეტის სტატუსით გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, მიმღები ქვეყნის ან „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ დადგენილ წესებს.
· მცირე პაკეტის წონა: 2კგ-მდე;
· მცირე პაკეტის ზომა: მინიმალური 90X140 მმ; მაქსიმალური - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
M ტომარა - გზავნილის სახეობა, რომელიც შეიცავს ერთ ადრესატზე დამისამართებულ წიგნებს, გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს და სხვა მსგავს პროდუქციას.
· M ტომარას წონა: 30კგ-მდე;
· M ტომარას გარშემოწერილობა -120სმ.
ჰიბრიდული წერილი - ადგილობრივი წერილის სახეობა, რომელიც მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ხდება მისი მატერიალურ ფორმატში (ქაღალდზე) გადატანა და გამგზავნის სურვილის შესაბამისად მისი ღია (უკონვერტოთ) ან დახურული (კონვერტით) სახით ჩაბარება ადრესატისათვის.
· ჰიბრიდული წერილის წონა: 100 გრ-მდე;
· ჰიბრიდული წერილის ზომა: მინიმალური 90X140 მმ; მაქსიმალური - 240X340მმ; ფურცლის მაქსიმალური რაოდენობა: 15ცალი.
მარტივი გზავნილი - საფოსტო გზავნილი (საფოსტო ბარათი, წერილი (მათ შორის ჰიბრიდული), რომელსაც მისი ფოსტისთვის გადაცემისას არ ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიუწერავად და ადრესატს ბარდება ხელმოწერის გარეშე.
რეგისტრირებული წერილი, მცირე პაკეტი, M ტომარა (გარდა საფოსტო ბარათისა) - საფოსტო გზავნილი, რომელიც ფოსტისთვის გადაცემისას რეგისტრირდება და ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიწერით და ადრესატს ბარდება ხელმოწერით.
დაზღვეული წერილი, მცირე პაკეტი, M ტომარა - რეგისტრირებული საფოსტო გზავნილი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 2 000 ლარზე მეტი.
წერილის, მცირე პაკეტი, M ტომარის ჩაბარების ვადები საქართველოს ტერიტორიაზე:
სტანდარტული:
Ø D+3 - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
Ø D+5 - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
დაჩქარებული:
Ø 12/12 (იგზავნება მხოლოდ ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში):
- არაუგვიანეს იმავე დღისა, თუ წერილი მიღებულია სამუშაო დღის 12.00 საათამდე;
- არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღის 12.00 საათამდე - თუ წერილი მიღებულია წინა სამუშაო დღის 12.00 საათის შემდეგ.
დეპეშა
· დეპეშა გულისხმობს სერვისცენტრის საშუალებით და სატელეგრაფო ქსელის გამოყენებით, გამგზავნის მიერ მისთვის სასურველი ტექსტის ღია ფორმით გაგზავნას და ასეთივე ფორმით ჩაბარებას ადრესატისათვის.
· შესაძლებელია დეპეშის გაგზავნა და მიღება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მიღება და გაგზავნა იმ სახელმწიფოებში, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია დანართი #1-ში.
· დეპეშის დამატებითი სერვისებით „დამოწმებული დეპეშა“ და დეპეშა „ჩაბარება-შეტყობინებით“ სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო გამავალი „დეპეშის“ დსთ-ს ქვეყნებში გაგზავნის შემთხვევაში. (დსთ-ს ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ დანართი #2-ში).
ჩაბარების ვადები:
· საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი დეპეშის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება ს/ც-ის მიერ მისი მიღებიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა.
· დამატებითი სერვისებით „დამოწმებული დეპეშა“ და დეპეშა „ჩაბარება-შეტყობინებით“ გაგზავნილი საერთაშორისო დეპეშის ადრესატისთვის ჩაბარება ხდება გამგზავნის მიერ დეპეშის ს/ც-ში ჩაბარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.