სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფოსტასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის

10 დეკემბერი 2021

10 დეკემბერს, საქართველოს ფოსტასა“ და კავკასიის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმ მოეწერა ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს  საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის სტუდენტების/კურსდამთავრებულების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას, კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებასა და მათ ჩართულობას საქართველოს ფოსტის“ სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კავკასიის უნივერსიტეტის“ რექტორმა კახა შენგელიამ.