ინფორმაციის განახლება:
შპს „საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ ფორს-მაჟორული ვითარების დასრულების გამო (დასრულდა საბერძნეთის პორტების - პატრას და იგუმენიცას მეზღვაურთა გაფიცვა), განახლდა საქართველოდან 2025 წლის 14 ივნისს გაგზავნილი სახმელეთო ამანათების ტრანსპორტირების პროცესი, ყველა ქვეყნის მიმართულებით.
აღნიშნული ამანათების დანიშნულების ქვეყნებში ადრესატებისთვის ჩაბარების პროცესი დაიწყება 2025 წლის 27 ივნისიდან და განხორციელდება ეტაპობრივად.
ასევე განახლდა საქართველოს მიმართულებით 2025 წლის 11 ივნისის შემდეგ გამოგზავნილი სახმელეთო ამანათების ტრანსპორტირების პროცესი. ამ ამანათების
საქართველოში ადრესატებისთვის ჩაბარების პროცესი დაიწყება 2025 წლის 30 ივნისიდან და განხორციელდება ეტაპობრივად.