სიახლეები

„საქართველოს ფოსტისა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი კამპანია #შენიმარკა

24 მაისი

„საქართველოს ფოსტისა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი კამპანია #შენიმარკა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისეები მიმდინარე წლის 24 მაისიდან, საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში არიან წარმოდგენილები.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 მარტს, „საქართველოს ფოსტასადასაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც „საქართველოს ფოსტისდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისმჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი დასაქართველოს წითელი ჯვრისმოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული, ნომინალი 3+1 ლარი. მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი ჩაირიცხებასაქართველოს წითელი ჯვრისშემოწირულობის ფონდში.

ასევე, „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოცილური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია, „წითელი ჯვრის საზოგადოებასსაჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ საფოსტო მარკას, შესაბამისად, გაყიდვიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც საფოსტო მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარეწითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმშიდა იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი.

მემორანდუმის ფარგლებშისაქართველოს ფოსტასადაწითელი ჯვრის საზოგადოებასშორის განხორციელდება არაერთი ერთობლივი აქტივობა სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.