განცხადების ფორმები

  

 

ადგილობრივი გზავნილი სახლიდან სახლში

 

შპს “საქართველოს ფოსტა” მომხმარებლებს სთავაზობს ადგილობრივი გზავნილის გაგზავნის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად, გზავნილის მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე ჩაბარების პირობით. 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა განაცხადის შევსების წესის მიხედვით და ხელმოწერილი გამოგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: services@gpost.ge ან დაუკავშირდეს შპს „საქართველოს ფოსტას“ ტელეფონის ნომერზე +(995 32) 2 24 09 09. 

 

 

 

საფოსტო გზავნილის შენახვის ვადის გაზრდა

 

შპს „საქართველოს ფოსტა“ გზავნილის გამგზავნს/ადრესატს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე გაახანგძლივოს გზავნილის შენახვის ვადა, არაუმეტეს გზავნილის შპს „საქართველოს ფოსტაში“ მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადით.

აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

 

 

 

  

ჩაუბარებელი გზავნილის გამგზავნისთვის ვადაზე ადრე დაბრუნება

 

გზავნილი, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს სხვადასხვა მიზეზის გამო,  გარკვეული ვადით ინახება შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტში. შენახვის ვადის ამოწურვამდე, თუ ადრესატი არ გამოცხადდა სერვისცენტრში გზავნილის მისაღებად, გზავნილი უბრუნდება გამგზავნს. გამგზავნს უფლება აქვს შენახვის ვადის ამოწურვამდე მოითხოვოს გზავნილის უკან დაბრუნება, ყოველგვარი დამატებითი  საფასურის გადახდის გარეშე.

აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

შენიშვნა: შენახვის ვადა განსხვავდება გზავნილის კატეგორიის მიხედვით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შპს „საქართველოს ფოსტის“ ქოლ ცენტს  ნომერზე: +(995 32) 224 09 09  ან მოგვწერეთ შეკითხვა შემდეგ ელ.ფოსტაზე:

info@gpost.ge

 

 

 

 

 

 

გზავნილის გადამისამართება  

 

 

შპს „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს დადგენილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მოახდინოს გზავნილის გადამისამართება, კერძოდ: შეცვალოს მისამართი ან შეიტანოს ცვლილება ადრესატის სახელში, გვარში/სახელწოდებაში.

 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: services@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

 

 

  

გზავნილის არქივიდან გამოთხოვა  

 

 

შპს „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებელს დადგენილის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, საშუალება აქვს გამოითხოვოს გზავნილი არქივიდან, გზავნილის გამოთხოვის უფლება აქვს: გზავნილის გამგზავნს, ადრესატს, გამგზავნის/ადრესატის კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე, ასევე გზავნილის წარმომდგენს (პირი, რომელმაც გზავნილი გასაგზავნად წარმოადგინა „საქართველოს ფოსტაში“).

 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

 

 

 

საერთაშორისო საფოსტო გზავნილის გაგზავნისას მისი თანმხლები ფორმების (CN22; CN23; CP72; CN23EMS) შევსების ინსტრუქცია

 

 

განცხადება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე

 

საბაჟო ფორმალობების განხორციელების პროცესში გზავნილზე დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მოაწეროს ხელი და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად გამოაგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტაზე services@gpost.ge ან წარმოადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

 

შენიშვნა: იურიდიული პირის გზავნილზე განაცხადს ავსებს კომპანიის დირექტორი ან მინდობილი პირი, რა შემთხვევაშიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ან შესაბამისი წესით გაცემული მინდობილობა.

 

თუ გზავნილის ადრესატი არარეზიდენტი პირია, აღნიშნულ განაცხადში პირადი ნომრის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო კოდი.