სახმელეთო ამანათი
სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ
გაგზავნის პირობები
სარჩევი
1. მოქმედების სფერო
2. ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათის მახასიათებლები
3. სახმელეთო ამანათის მიღება ქვეყნის გარეთ გასაგზავნად
4. გასაგზავნად მიღებული სახმელეთო ამანათის გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და ჩაბარების ვადები
5. აკრძალული და პირობითად დაშვებული პროდუქტების ჩამონათვალი სახმელეთო ამანათებისთვის
6. სახმელეთო ამანათის დამატებითი სერვისები
7. პასუხისმგებლობა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
8. დასკვნითი დებულებები
დანართი №1
დანართი №2
1. მოქმედების სფერო
1.1. წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია სახმელეთო ამანათის (შემდგომში ასევე მოხსენიებული როგორც: „ამანათი“ და/ან „გზავნილი“) ქვეყნის გარეთ გაგზავნის პირობები. დოკუმენტი განკუთვნილია შპს „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებლისთვის და ასევე კომპანიის ყველა იმ პოზიციის თანამშრომელთათვის, ვინც უზრუნველყოფს სახმელეთო ამანათის გაგზავნასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებასა და კონსულტაციის გაწევას.
1.2. ის საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დოკუმენტით, რეგულირდება „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ დებულებებით.
2. ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათის მახასიათებლები
2.1. ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათი არის ამანათის სახეობა, რომელსაც შპს „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლისგან იღებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სერვისცენტრების საშუალებით. ამასთან, თუ გამგზავნს კორპორატიული მომხმარებელი წარმოადგენს, მას საშუალება აქვს ამანათის გაგზავნა მოახდინოს კურიერის გამოძახების საშუალებით.
2.2. სახმელეთო ამანათის როგორც გამგზავნი, ასევე ადრესატი შესაძლოა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, ხოლო კორპორატიული მომხმარებლის შემთხვევაში გამგზავნი ასევე შესაძლებელია იყოს იურიდიული პირი, რომელიც არეგისტრირებს გზავნილებს საფოსტო პროგრამაში (APP).
2.3. შპს „საქართველოს ფოსტა“ სახმელეთო ამანათის გაგზავნას ახორციელებს შემდეგი ქვეყნების მიმართულებით:
2.3.1 საბერძნეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების ოფისებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.
2.3.2 ესპანეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტის ოფისში, რომელის მისამართიც მოცემულია №2 დანართში.
2.3.3 იტალია - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების ოფისებსა და გზავნილების გაცემის პუნქტებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.
2.3.4 საფრანგეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების ოფისებსა და გზავნილების გაცემის პუნქტებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.
2.4. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სახმელეთო ამანათის დაზღვევა არ ხდება.
2.5. სახმელეთო ამანათის წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს, ხოლო მედიკამენტების შემთხვევაში - 300 გრამს. სახმელეთო ამანათის ზომა არ უნდა აჭარბებდეს 80სმX80სმX80სმ-ს.
2.6. სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულება (გარდა მედიკამენტებისა) გამოითვლება ფაქტიური წონისა და შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ამავე კატეგორიის გზავნილზე 1 კგ-სთვის დადგენილი ტარიფის ნამრავლით. 1 კგ-მდე წონის ამანათის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი/ადრესატი იხდის ფიქსირებულ - 1კგ-სთვის დადგენილ ტარიფს.
2.7. სახმელეთო ამანათით მედიკამენტების გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი/ადრესატი იხდის ფიქსირებულ ტარიფს.
2.8. სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ გაგზავნის მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე ადრესატის მიერ - სახმელეთო ამანათის მისთვის ჩაბარებისას.
2.9. კორპორატიული მომხმარებლის შემთხვევაში ანგარიშწორების პირობა განისაზღვრება ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
2.10. კორპორატიული მომხმარებლის მხრიდან სახმელეთო ამანათი რეგისტრირდება საფოსტო პროგრამაში (APP) „საფოსტო პროგრამის მოხმარების ინსტრუქციის“ თანახმად.
2.11.კორპორატიული მომხმარებლის მიერ სახმელეთო ამანათის ფასდადებით პირობით გაგზავნა არ ხორციელდება.
2.12.ადრესატისათვის ჩაუბარებელი სახმელეთო ამანათის უკან გამგზავნისათვის დაბრუნება არ ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება (მათ შორის, თუ ადრესატი უარს განაცხადებს სახმელეთო ამანათის ჩაბარებაზე), მისი მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ის განადგურდება ადგილზე.
3. სახმელეთო ამანათის მიღება ქვეყნის გარეთ გასაგზავნად
4. გასაგზავნად მიღებული სახმელეთო ამანათის გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და ჩაბარების ვადები
4.1. სახმელეთო ამანათების გაგზავნას შპს „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათ დღეს.
4.2. დანიშნულების ქვეყანაში შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების ოფისების მისამართებზე სახმელეთო ამანათის მიწოდება ხორციელდება №1 დანართში მოცემულ ვადებში.
4.3. სახმელეთო ამანათის შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების ოფისებამდე ტრანსპორტირების შემდგომ, ადრესატი უფლებამოსილია შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტის მიერ სახმელეთო ამანათის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს ვიზიტი აგენტის ოფისში და ჩაიბაროს სახმელეთო ამანათი, თუ სახმელეთო ამანათი ისეთ ქალაქში იგზავნება, სადაც აგენტის ოფისის ნაცვლად მხოლოდ გაცემის პუნქტია (ინფორმაცია გაცემის პუნქტების შესახებ მოცემულია №2 დანართში), ადრესატს გზავნილის ჩაბარების საშუალება ექნება მხოლოდ ასეთი გაცემის პუნქტების სამუშაო დღეებსა და საათებში.
5. აკრძალული და პირობითად დაშვებული პროდუქტების ჩამონათვალი სახმელეთო ამანათებისთვის
5.1. სახმელეთო ამანათით დაუშვებელია იმ საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა, რაც სტანდარტულად არის აკრძალული საფოსტო გზავნილებით გაგზავნისას (https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/restrictions/ ), გარდა ამისა, ასევე დაუშვებელია შემდეგი საგნების გაგზავნა:
5.1.1. თამბაქო და თუთუნი;
5.1.2. ხორცი და ხორცის ნაწარმი;
5.1.3. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები.
5.2. ქვემოთ ჩამოთვლილი საგნების გაგზავნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი ოდენობით და პირობებით:
5.2.1. თაფლი არაუმეტეს ½კგ-სა;
5.2.2. ნებისმიერი სახის ყველი - 1 თავი არაუმეტეს 2 კგ-სა (მოთავსებული ჰერმეტულად, დახურულ პლასტმასის კონტეინერში, სითხის გარეშე);
5.2.3. ალკოჰოლური სასმელებიდან:
ა) ღვინო და ლუდი ჯამში - არაუმეტეს 5 (ხუთი) ლიტრისა. ამასთან:
Ø არაქარხნული წარმოების ასეთი სასმელი მოთავსებული უნდა იყოს პლასტმასის ბოთლში;
Ø ქარხნულად ჩამოსხმული თითოეული სახეობის (ღვინო და ლუდი) სასმელის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2 (ორი) ბოთლს ისე, რომ საერთო მოცულობამ არ გადააჭარბოს 5 (ხუთი) ლიტრს.
ბ) სხვა ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი - არაუმეტეს 1 (ერთი) ლიტრისა. ამასთან, არაქარხნული წარმოების ასეთი სასმელი მოთავსებული უნდა იყოს პლასტმასის ბოთლში.
5.2.4. სხვა თხევადი და ბლანტი სახის კვების პროდუქტები - მოთავსებული პლასტმასის ბოთლებში;
5.2.5. მედიკამენტები ქარხნული შეფუთვით - არაუმეტეს 300 გრამისა. ამასთან:
ა) ერთი სახეობის აბები - არაუმეტეს 10 (ათი) ფირფიტისა;
ბ) სხვა ტიპის (მათ შორის, სითხის შემცველი) მედიკამენტები - არაუმეტეს 300 გრამისა.
შენიშვნა: მედიკამენტების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ცალკე სახმელეთო ამანათის სახით, მასთან ერთად სხვა რაიმე საქონლის/პროდუქტის გაგზავნა დაუშვებელია. ამასთან, აკრძალულია ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების გაგზავნა.
5.2.6. მსხვრევადი ნივთ(ებ)ის(მათ შორის ტელევიზორი; ჭურჭელი და სხვა) გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ გამგზავნის რისკით. შესაბამისად „საქართველოს ფოსტა“ არ იღებს პასუხისმგებლობას გზავნილის შიგთავსის დაზიანების გამო.
6. სახმელეთო ამანათის დამატებითი სერვისები
6.1. „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში მიმართვის გზით და საშუალებას აძლევს გამგზავნს დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე უარი თქვას შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემული გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე.
6.2. აღნიშნული სერვისით სარგებლობისას სახმელეთო ამანათის დაბრუნება გამგზავნისთვის ხდება სერვისცენტრშივე, ხოლო თანხის ანაზღაურება წარმოებს შემდეგი წესით:
· თუ დასაბრუნებელი ამანათის გაგზავნის ღირებულება გადახდილი არ არის გაგზავნისას, გამგზავნმა ამანათის დაბრუნებამდე უნდა გადაიხადოს შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაწესებული ტარიფი, წინააღმდეგ შემთხვევაში გზავნილის მისთვის უკან დაბრუნება არ მოხდება და გზავნილი გადავა შპს „საქართველს ფოსტის“ საკუთრებაში.
· თუ დასაბრუნებელი ამანათის გაგზავნის ღირებულება გადახდილია გაგზავნისას, გამგზავნს უბრუნდება გადახდილი სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულების 50%.
6.2.1. აღნიშნული თანხის ასანაზღაურებლად გამგზავნი ავსებს რეკლამაციის განაცხადს, რომელიც იმავე დღეს იგზავნება ხარისხის მართვის დეპარტამენტში და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე გაიცემა თანხა მომხმარებელზე.
6.2.2. მომხმარებელი (გამგზავნი) შეძლებს აღნიშნული სერვისით სარგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მისი მხრიდან გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის განაცხადი დაფიქსირდება გზავნილის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემიდან არაუგვიანეს პარასკევს 17:00 საათამდე. მომხმარებლის მიერ ამანათის შაბათ დღეს გასაგზავნად ჩაბარების შემთხვევაში, იგი აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებს.
7. პასუხისმგებლობა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
7.1. შპს „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით სახმელეთო ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, სახმელეთო ამანათი დაზიანებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.
7.2. გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტის მიერ ან თუ სახმელეთო ამანათის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
7.3. შპს „საქართველოს ფოსტა“ არ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
7.4. შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება:
Ø დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
Ø შემთხვევებში, როცა შპს „საქართველოს ფოსტას“ არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო;
Ø თუ გზავნილის დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით) ან შიგთავსის თვისებებით;
Ø იმ სახმელეთო ამანათების მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;
Ø იმ სახმელეთო ამანათების მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ სახმელეთო ამანათი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში;
Ø მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ სახმელეთო ამანათის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
Ø თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
Ø თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა შპს „საქართველოს ფოსტას“ სახმელეთო ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;
7.5. სახმელეთო ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ფოსტა“ გამგზავნს უნაზღაურებს გადახდილ ტრანსპორტირების საფასურს, აგრეთვე არაუმეტეს 1 (ერთი) ლარს თითოეულ კილოგრამზე.
7.6. სახმელეთო ამანათის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ანაზღაურება განხორციელდება დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
7.7. სახმელეთო ამანათის დაზიანებულად მიჩნევის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ანაზღაურება განხორციელდება სახმელეთო ამანათის დაზიანებულ/დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
7.8. გამგზავნი მატერიალურად პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რომელიც მიადგება შპს „საქართველოს ფოსტას“ აკრძალული ნივთის გაგზავნის ან სახმელეთო ამანათის არასათანადოდ შეფუთვის გამო.
7.9. ქვეყნის დატოვებამდე ამანათში აკრძალული ნივთის ან მისი არასათანადო შეფუთვის აღმოჩენის შემთხვევაში, ამანათი არ იგზავნება, ხოლო გამგზავნი იხდის პირგასამტეხლოს - სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულების 50%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამგზავნს გზავნილი უკან არ უბრუნდება. თუ გაგზავნის ღირებულება გადახდილია, მისი უკან დაბრუნებისთვის (პირგასამტეხლოს გამოკლებით), გამგზავნი ავსებს რეკლამაციის განაცხადს, რომელიც იმავე დღეს იგზავნება ხარისხის მართვის დეპარტამენტში და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე გაიცემა თანხა მომხმარებელზე.
8. დასკვნითი დებულებები
8.1. თუ ამ დოკუმენტის რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი დოკუმენტის ბათილობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტის დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.
8.2. ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით, რეგულირდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დამტკიცებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“.
8.3. ამ დოკუმენტში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება (გარდა წინამდებარე დოკუმენტის 8.4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ძალაში შედის მისი შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ხელმოწერის დღიდან, თუ ცვლილებისა და დამატებების დოკუმენტი თავად არ შეიცავს მითითებას მისი ძალაში უფრო გვიანი თარიღით შესვლის შესახებ.
8.4. ცვლილება წინამდებარე დოკუმენტის №1 დანართსა და №2 დანართში ძალაში შედის მისი შპს „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდზე განთავსების დღიდან და არ საჭიროებს შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ხელმოწერას.
8.5. ამ დოკუმენტის პუნქტებს სათაურები წამძღვარებული აქვთ დოკუმენტის ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ისინი მხედველობაში არ მიიღებიან როგორც ამ დოკუმენტის რაიმე დებულების განმსაზღვრელნი, შემცვლელნი ან განმმარტავნი.
დანართი #1
სახმელეთო ამანათის ჩაბარების ვადები
განმარტება: ჩაბარების ვადების ათვლა იწყება სახმელეთო ამანათის „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემის შემდეგ დამდგარი პირველი ორშაბათიდან.
საბერძნეთი |
|
ქალაქი |
ჩაბარების ვადა |
ათენი |
5-6 კალენდარული დღე |
თესალონიკი |
7-8 კალენდარული დღე |
კალამატა |
7-8 კალენდარული დღე |
ესპანეთი |
|
ქალაქი |
ჩაბარების ვადა |
ბარსელონა |
10 კალენდარული დღე |
მადრიდი |
14 კალენდარული დღე |
ვალენსია |
14 კალენდარული დღე |
კორდობა |
14 კალენდარული დღე |
იტალია |
|
ქალაქი |
ჩაბარების ვადა |
ბარი, რეჯიო კალაბრია |
8 კალენდარული დღე |
რეჯიო ემილია; ნეაპოლი; რომი; მილანი |
10 კალენდარული დღე |
მონტოვა, პრატო, ფლორენცია, ბოლონია, მოდენა, ემპოლი, პიზა, ლივორნო, სალერნო, ვენეცია, უდინე, ტრიესტე. |
14 კალენდარული დღე |
საფრანგეთი |
|
ქალაქი |
ჩაბარების ვადა |
პარიზი |
14 კალენდარული დღე |
დანართი #2
“საქართველოს ფოსტის“ აგენტების და გზავნილების გაცემის პუნქტების მისამართები და სამუშაო საათები ქვეყნების მიხედვით
1. საბერძნეთი
N. |
ქალაქი |
მისამართი |
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი |
1 |
ათენი |
Omonia - Geraniou # 44, (ძირითადი ოფისი) |
Tel: 210 52 41 849 / 694 0000 377 / 699 35 01 515 |
2 |
ათენი |
Kipseli 11361, Sikinou #6 |
Tel: 210 86 47 705/ 6948325465 |
3 |
ათენი |
Pagkrati - Damareos #43 |
Tel: 215 52 55 145 |
4 |
ათენი |
Alkiviadou #89 |
Tel: 210 82 21 444 |
5 |
ათენი |
Ambelokipi - Arkadias #13 |
Tel: 699 33 44 448 / 6941603030 / 211 41 50 946 |
6 |
ათენი |
11251, Pipinou #70 |
Tel: 210 82 10 172 / 699 52 10 174 |
7 |
ათენი |
15124, Neratziotisis #11 |
Tel: 699 69 98 585 / 694 39 19 991 / 2155014368 |
8 |
კალამატა | Kalamata 24100, Souliou #30 | Tel: +30 272 109 7452 / +30 697 894 5965 / +30 694 921 2386 |
9 |
თესალონიკი |
57200, Vardari Lagadas #7, |
Tel: +30 231 052 6138 / +30 231 052 6134 |
10 |
ათენი |
|
Tel: +30 210 865 6683 |
2. ესპანეთი
N. |
ქალაქი |
მისამართი |
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი |
სამუშაო საათები |
1 |
ბარსელონა |
C/Espronceda 369_08027bcn, Sagrera_Navas |
Tel: 34 632 484 787 |
სამშაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; ოთხშაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; ხუთშაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; პარასკევი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; შაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; კვირა - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; ორშაბათი - დასვენების დღე |
2 |
მადრიდი |
Calle Francisco del Pino #26, 28021 Madrid |
Tel: 34 631 161 214 Tel: 34 632 484 787 |
სამშაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; ოთხშაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; ხუთშაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; პარასკევი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; შაბათი - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; კვირა - 10:00სთ-დან-21:00სთ-მდე; ორშაბათი - დასვენების დღე |
3 |
ვალენსია |
Plaça del Mercat #10, 46001 València |
Tel: 34 602 881 887 Tel:34 632 484 787 |
ყოველ დღე:10:00სთ-21:00სთ-მდე; |
4 |
კორდობა |
Calle El Avellano 1; Santa Rosa ; 14006; Cordoba; |
Tel: +34 698 961 494 Tel: +34 632 484 787 |
სამ-პარ: 16:00-21:00; შაბ-კვ: 10:00-18:00; ორშაბათი - დასვენების დღე |
3.იტალია
აგენტის ოფისები |
|||||||
N. |
ქალაქი |
მისამართი |
ტელეფონის ნომერი |
სამუშაო საათები |
|||
1. |
ბარი |
Piazza Aldo Moro 35 Bari 70121 BA Italy |
Tel: 39 080 967 5002 Tel: 39 380 154 8887 |
ყოველ დღე - 08:30 - 20:00სთ-მდე |
|||
Via Michele Garruba, 2270122 Bari BA, Italy. |
Tel: 380 656 81 90 Tel: 324 609 18 62 Tel: 389 584 03 09 |
ყოველ დღე - 07:30-20:30სთ-მდე |
|||||
2 |
რეჯო კალაბრია |
Via Gaspare Del Fosso 29 Reggio Calabria 89127 RC Italy |
Tel: 39 327 361 5985 |
ყოველ დღე - 09:00 - 20:00სთ-მდე |
|||
3 |
რეჯო ემილია |
Via Roma, 64/A Reggio Emilia 42121 RE Italy |
Tel: 39 388 179 0686 |
ორშაბათი - დასვენება სამშაბათი - 11:00 - 17:00სთ-მდე ოთხშაბათი - 11:00- 17:00სთ-მდე ხუთშაბათი - დასვენება პარასკევი - 11:00 -17:00სთ-მდე შაბათი - 10:00 - 17:00სთ-მდე კვირა -09:00- 19:00სთ-მდე |
|||
4 |
სალერნო |
Salerno 84125, Via Michelangelo Schipa 25 |
Tel: 39 320 864 0527 |
ყოველდღე-08:00 - 20:00სთ-მდე; |
|||
გზავნილების გაცემის პუნქტები |
|||||||
N. |
ქალაქი |
მისამართი |
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი |
გზავნილების გაცემის დრო |
|||
1 |
ბოლონია |
Statione Autoline, Settember 6, Bologne 40121 BO Italy |
Tel: 39 388 179 0686 |
კვირა - 14:00– 15:00სთ-მდე |
|||
2 |
მონტოვა |
Piazza Sordelo, Mantova 46100 MN Italy |
Tel: 39 388 179 0686 |
ხუთშაბათი - 11:00 - 15:00 სთ-მდე |
|||
3 |
მოდენა |
Via Bono Da Nonantola 1 Modena 41121MO |
Tel: 39 388 179 0686 |
კვირა - 16:00 - 17:00სთ-მდე |
|||
4 |
ნეაპოლი |
Napoli 80139, Piazza Capuana 7 |
Tel: 39 811 913 3886 Tel: 39 331 422 3619 |
ყოველ დღე - 08:00სთ-დან - 20:00 სთ-მდე; |
|||
5 |
ფლორენცია |
Firenze 50123, Santa Maria Novella. Via Santa Caterina Da Siena |
Tel: 39 380 771 3120 Tel: 39 380 585 9596 |
ხუთშაბათი - 13: 00სთ-დან - 16:00სთ-მდე კვირა - 11:00სთ-დან - 15:00სთ-მდე |
|||
6 |
პრატო |
Prato 59100, Via Ferdinando Tacca 10 / Via Bettino 10 |
Tel: 39 380 343 1691 |
ხუთშაბათი - 13:30სთ-დან -18:00სთ-მდე შაბათი - 14:00სთ-დან - 16:00სთ-მდე კვირა - 09:00სთ-დან - 18:00სთ-მდე |
|||
7 |
რომი |
Roma 00185, Via Cairoli 74 |
Tel: 39 328 616 4731 Tel: 39 329 024 4317 Tel: 39 328 008 0975 Tel: 39 066 927 7487 |
სამშაბათი -09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე; ოთხშაბათი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე; ხუთშაბათი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე; პარასკევი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე; შაბათი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე; კვირა- 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე; ორშაბათი - დასვენებისდღე |
|||
8 |
ემპოლი |
Empoli 50053, Piazza della Vittoria |
Tel: 39 388 821 6666 Tel: 39 328 497 8066 |
ხუთშაბათი- 15:00სთ-დან - 18:00სთ-მდე; კვირა- 15:00სთ-დან - 18:00სთ-მდე; |
|||
9 |
პიზა |
Pisa 56125, Piazza Vittorio Emanuele II |
Tel: 39 388 821 6666 Tel:39 328 497 8066 |
ხუთშაბათი- 11:00სთ-დან - 14:00სთ-მდე; |
|||
10 |
ლივორნო |
Piazza Dante Livorno |
Tel: 39 388 821 6666 Tel: 39 328 497 8066 |
კვირა- 11:00სთ-დან - 14:00სთ-მდე; |
|||
11 |
უდინე |
Udine 33100, Viale Giacomo Leopardi |
Tel: 39 328 777 2812 Tel: 39 327 207 0090 |
ყოველ დღე - 10:00 სთ-დან - 20:00 სთ-მდე |
|||
12 |
ვენეცია |
Venezia 30174, Interspar Mestre Torino Corso Del Popolo 225/Int 1 |
Tel: 39 328 777 2812 Tel: 39 327 207 0090 |
კვირა -15:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე |
|||
13 |
ტრიესტე |
Trieste 34135, Stazione Trieste Centrale Piazza Della Liberta 8 |
Tel: 39 328 777 2812 Tel: 39 327 207 0090 |
პარასკევი - 09:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე |
|||
14 |
მილანი |
Via Menabrea 14, Milano 20159 |
Tel: +39 388 467 7527 |
სამ. - 14:00 - 19:00 / ოთხ. - კვ.: 10:00 - 19:00 / ორშაბათი - დასვენების დღე |
|||
4. საფრანგეთი
N. |
ქალაქი |
მისამართი |
ტელეფონისნომერი |
სამუშაო საათები |
1. |
პარიზი |
TBILISI EXPRESS, 29 Rue Tristan Tzara 75018 Paris |
Tel:+33647157629 Tel: +33647157625 |
ორაშაბათი -12:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე სამშაბათი-12:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე ოთხშაბათი-12:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე ხუთშაბათი-12:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე პარასკევი-12:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე შაბათი-12:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე კვირა - დასვენების დღე |