კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ექსპრეს კურიერის (AVIA) ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 26 აპრილი 2021  /  ძალაშია: 9 მაისი 2021

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება - 700 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

 

·         საფოსტო გზავნილების ტრასპორტირება და ჩაბარება;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;

·          საერთაშორისო დაჩქარებული ფოსტის (AVIA) გზავნილების,  შეკვეთის შემთხვევაში უშუალოდ მომხმარებლისგან (ფიზიკური პირი, იურიული პირი, კორპორატიული მომხმარებელი) მიღება და  მათ ავია გზავნილების მენეჯერისათვის შემდგომი დამუშავებისთვის გადაცემა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

·         ქართული ენის  ცოდნა;

·         მართვის მოწმობა B კატეგორია (კანდიდატმა უნდა იცოდეს მექანიკის გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვა);

·         საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;

·         სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ნებისმიერი პროფილით, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში არსებულ სამუშაო გამოცდილებას;

·         სასურველია რუსული და ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

 

·         სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         გუნდური მუშაობა;

·         პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

 

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          მოსამზადებელი ეტაპი.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  09.05.2021