ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ
- მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
- საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
· მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
· მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
· მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
· ქართული ენის ცოდნა;
· რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
· MS პროგრამების ცოდნა;
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· გამართულად მეტყველება;
· გუნდური მუშაობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი (ქუთაისი)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 03.07.2022