საქართველოს ფოსტის საერთაშორისო აღიარება

მაისი 04, 2022

მიმდინარე  წლის 26-27 აპრილს, მალტაში გაიმართა POST EUROP-ის ხარისხისა და ოპერაციების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც შეჯამდა ევროპის ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების გასული პერიოდის მაჩვენებლები, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და მონაცემთა გაცვლის კუთხით.

 

„საქართველოს ფოსტის“ შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

 

UPU-ს (მსოფლიო საფოსტო კავშირის) ბოლო 6 თვის მონაცემების მიხედვით, ამანათების კატეგორიაში:

·         მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ყველა პარამეტრი შესრულებულია  100% -ით;

·         ინფორმაციის გაცვლის ყველა დადგენილი სტანდარტი შესრულებულია 100%-ით.

 

PRIME-ის ბოლო 3 თვის მონაცემების მიხედვით, წერილობითი კორესპონდენციის კატეგორიაში:

·         I ადგილი EXPRES, ხოლო III ადგილი TRACKED გზავნილებში  - ინფორმაციის გაცვლის დადგენილი სტანდარტების შესრულებაში.

     

EMS კოოპერატივის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, EMS გზავნილების კატეგორიაში:

·         საუკეთესო ოთხეულშია - მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ყველა კომპონენტის შესრულების კუთხით;

·         II ადგილზეა - ყველა სხვა სტანდატრების შესრულების კუთხით.