HELP UKRAINE!

მარტი 16, 2022

„საქართველოს ფოსტა“ აგრძელებს მიმდინარე კამპანიას და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ გზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილებს უკრაინის მიმართულებით. ჰუმანიტარული ამანათის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნულ ეტაპზე, ფიზიკური პირებისგან მიღებული და გაგზავნილია 600-მდე გზავნილი, რომლის მოცულობაც შეადგენს 4 ტონას.

ასევე, ქართული კომპანიების სურვილითა და აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით, შეგროვდა 40 ტონა სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის, სასმელი და საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები. 

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეგროვდა უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთი, რომლის პირველი ნაწილი გაიგზავნა.