„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

ივნისი 13, 2023

 

„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს „მედეა ღამბაშიძე–პირველი ქართველი სტუდენტი“ ქალბატონის წიგნი-ალბომიგამოცემას. მნიშვნელოვანია, რომ გამოცემას თან უნიკალური ფოტოები და წერილები დაერთვება, რომელიც დღემდე საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.

 

მემორანდუმს ხელი „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.