მძღოლი

გამოქვეყნებულია სექტემბერი 06, 2024 / ძალაშია ოქტომბერი 06, 2024

სამუშაო ადგილი: სადგურის მოედანი N2

სამუშაო საათები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე. 1 საათიანი შესვენება

ანაზღაურება -990 ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობა:

·        ახდენს თანამშრომლებისა და კომპანიის სტუმრების (კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე) ტრანსპორტირებას როგორც ქ. თბილისში, ასევე ქვეყნის ფარგლებში;

·        კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე (ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში და სხვა), დადგენილ ვადებში და პირობებში უზრუნველყოფს სხვადასხვა ნივთების დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და დაუზიანებლად შესაბამისი პირისათვის გადაცემას.

·        კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მიემგზავრება მივლინებაში;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები 

·        სასურველია მძღოლად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

·        მართვის მოწმობა - B კატეგორია;

·        სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·        ყურადღება დეტალების მიმართ;

·        პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის  შემდეგ ეტაპს: 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;

-        გასაუბრება;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.