ანაზღაურება - 650 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:
- მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
- საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
· მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას;
· მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
· მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
· რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
· MS პროგრამების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· გამართულად მეტყველება;
· გუნდური მუშაობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- ინდივიდუალური გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.