საქართველოს ფოსტის განცხადება

იანვარი 25, 2022

„საქართველოს ფოსტა“ აცხადებს საჯარო ინტერესს და იტალიის, კერძოდ ქალაქ მილანის მასშტაბით, სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ სუბიექტებს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს) შპს „საქართველოს ფოსტის“ ბრენდის ქვეშ საკურიერო მომსახურების განხორციელების მიზნით (საფოსტო გზავნილების მისამართზე მიტანა და მისამართიდან გამოტანა).

 

პოტენციურ კონტრაქტორს სასურველია გააჩნდეს საკურიერო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

 

მსურველებთან მოხდება ფოსტის წარმომადგენლების დაკავშირება მეტი ინფორმაციისა და კონკრეტიზაციის მიზნით.

 

„საქართველოს ფოსტასთან“ შეთანხმების შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება.

 

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ: +995577 140 830 (WhatsApp/Viber), ელ.ფოსტა - partner@gpost.ge