COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, ფოსტის თანამშრომლებისათვის, საინფორმაციო სესია ჩატარდა. სესიის მიზანი გახლდათ, ფოსტის თანამშრომლებისათვის, ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, უახლესი ინფორმაციის მიწოდება. საინფორმაციო სესიას უძღვებოდა მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტა“, თბილისსა და რეგიონებში, საკუთარი თანამშრომლების ნებაყოფლობით ვაქცინაციას ახორციელებს. კომპანიამ აცრის მსურველები უკვე დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო.
აღნიშნულ ეტაპზე, „საქართველოს ფოსტაში“ 2100 - მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათი ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად განხორციელდება.