საქართველოს ფოსტის მიერ კოვიდ-19 პანდემიის ფონზე მოწყვლდი ჯგუფების მხარდასაჭერად 2020 წელს განხორციელებული აქტივობები

თებერვალი 18, 2021

“საქართველოს ფოსტისთვის”, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომელიც საფოსტო - საკურიერო მომსახურების გაწევას შეუზღუდავად, მაგრამ ამავე დროს, ჯანდაცვის გაიდლაინების შესაბამისად ითვალისწინებს.   

 

გლობალური გამოწვევის პირობებში, რომელიც ერთნაირად აისახა მსოფლიოს ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე, „საქართველოს ფოსტას“ მოუწია უმოკლეს ვადებში მოეხდინა საზღვარგარეთ გამავალი გზავნილების გაგზავნის ალტერნატიული გზების მოძიება, არსებულ რეალობასთან ადაპტაცია და საპასუხისმგებლო როლი შესრულება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან გამკლავებაში.

 

აღსანიშნავია, კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელებისა და მართვის პროცესებში “საქართველოს ფოსტის” უშუალო მონაწილეობა, აგრეთვე გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით “საქართველოს ფოსტამ” განახორციელა მოქალაქეთა მხარდაჭერის ფარგლებში, კერძოდ:

 

ჩვენროგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამკოვიდ-19 ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნითუზრუნველყავით მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრებშისაფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებათანამშრომლები აღჭურვნენ დამცავი საშუალებებით.

 

„საქართველოს ფოსტამ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დახმარება გაუწია გაეროს საქართველოს წარმომადგენლობას და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლობასსაქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადახვა საკვებისპირველადი მოხმარების და სამედიცინო დანიშულების საგნების ბინაზე მიწოდებაში.

 

ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებშისაქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვისრომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან (80 012 პირი), სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტებისაგრეთვე სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდებაასევე, „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო პირბადეების ბინაზე მიწოდება 70 წელს გადაცილებული მარტო მცხოვრები პენსიონერებისთვის (41 290 პირიდა გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებისა და პირბადეების მიწოდება შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის(1200-მდე პირი).

 

აღსანიშნავიარომ პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ფოსტა“  პროექტის  „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“  მხარდამჭერი გახდაკამპანიის მიზანიათბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებსდისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნითგადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკაასევე, 18 თვის განმავლობაში ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზესაქართველოს ფოსტაროგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაშეუერთდა პროექტს იმისათვისრომ უზრუნველყოს გზავნილების მიტანა  ბენეფიციარებამდე საქართველოს მასშტაბით.

 

აგრეთვეპანდემიის პირობებშიგანათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფადემიგრანტ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ფოსტა“ საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული  სკოლებისათვის წიგნების ეტაპობრივ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

 

დამატებითპანდემიის ფონზეთანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ფოსტა“ შეუერთდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტს ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვს რეგიონებში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით. „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაუზრუნველყოფს საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირებას ბენეფიციარებამდესაბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიაღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ჰუმანიტარული გზავნილები მიიღეს  ქუთაისში და გორში მცხოვრებმა შეჭირვებულმა ოჯახებმა და ქუთაისის „ ბავშვთა სოფლის“ ბავშვებმა.

 

აღსანიშნავიარომ საქართველოს ფოსტამკოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისა და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნითსაბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად  წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებშისახელწოდებით „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, მომხმარებელს საბერძნეთშიევროპული სტანდარტისუმაღლესი ხარისხის პირბადეები საჩუქრად გადასცამოგეხსენებათპირბადის ტარება პირდაპირ არის დაკავშირებული კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციასთანამიტომძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობაგავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვატაროთ პირბადე სწორადროგორც დახურულასევე ღია სივრცეებშიგანსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებშიეს არის ის მარტივი და  უმნიშვნელოვანესი ნაბიჯირითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ვირუსის გავრცელების შენელებაში.

 

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, „საქართველოს ფოსტა“ აქტიურად მუშაობსროგორც არსებული სერვისების განვითარების მიმართულებითასევე ახალი სერვისების დასანერგადმიმდინარე ეტაპზე ფოსტა ორიენტირებულია ციფრული სერვისების განვითარებაზე.

 

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორიარომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანითასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელითსაქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებითკომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზერაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.