მიმდინარე წლის 26-27 აპრილს, მალტაში გაიმართა POST EUROP-ის ხარისხისა და ოპერაციების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც შეჯამდა ევროპის ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების გასული პერიოდის მაჩვენებლები, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და მონაცემთა გაცვლის კუთხით.
„საქართველოს ფოსტის“ შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:
UPU-ს (მსოფლიო საფოსტო კავშირის) ბოლო 6 თვის მონაცემების მიხედვით, ამანათების კატეგორიაში:
· მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ყველა პარამეტრი შესრულებულია 100% -ით;
· ინფორმაციის გაცვლის ყველა დადგენილი სტანდარტი შესრულებულია 100%-ით.
PRIME-ის ბოლო 3 თვის მონაცემების მიხედვით, წერილობითი კორესპონდენციის კატეგორიაში:
· I ადგილი EXPRES, ხოლო III ადგილი TRACKED გზავნილებში - ინფორმაციის გაცვლის დადგენილი სტანდარტების შესრულებაში.
EMS კოოპერატივის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, EMS გზავნილების კატეგორიაში:
· საუკეთესო ოთხეულშია - მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ყველა კომპონენტის შესრულების კუთხით;
· II ადგილზეა - ყველა სხვა სტანდატრების შესრულების კუთხით.