საქართველოს ფოსტამ ოთარ კობერიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მარკა გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართა.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს ხელოვნების სასახლის-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, მუზეუმს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ღონისძიებაზე, საიუბილეო მარკასთან ერთად, წარმოდგენილია მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ექსპოზიცია. ექსპოზიციაზე, დამთვალიერებელმა იხილა, ოთარ კობერიძის კინოროლების ამსახველ ფოტოები, მისი პორტრეტები და მის მიერ შექმნილი გმირების ტანისამოსი.
ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2024 წლის აგვისტოდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 25.002 ერთეული.