საქართველოს ფოსტამ, მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის საბჭოს 88 - ე შეხვედრას უმასპინძლა

ივლისი 18, 2024

16 - 18 ივლისს, საქართველოს ფოსტამ, საქართველოში, კერძოდ თბილისში, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union), მომსახურების ხარისხის ფონდის (Quality of Service Fund) საბჭოს 88-ე შეხვედრას უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ფონდის ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ვეყანაში, უკვე განხორიელებული და სამომავლო პროექტები.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე შეხვედრისას, კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნუგზარ ბრეგვაძე, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო და საოპერციო დეპარტამენტის უფროსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის არსებობის მანძილზე, საქართველო, საბჭოს  თავმჯდომარედ პირველად დასახელდა.   

 

საქართველოსთან ერთად, მსოფლიო საფოსტო კავშირის, მომსახურების ხარისხის ფონდის (Universl Postal Union Quality of Service Fund) წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორები: ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, საუდის არაბეთი, ჩილე, თურქეთი, ტაილანდი, ეგვიპტე, ინდოეთი, კოტ-დ' ივუარი. 

 

 

მსოფლიო საფოსტო კავშირის, მომსახურების ხარისხის ფონდი, უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოში საფოსტო სერვისის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, შიდა საფოსტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.