სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 – 17:00, შაბათი 10:00 – 14:00;
ანაზღაურება: 750 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:
- მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
- საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
· მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
· მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
· მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
· ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
· MS პროგრამების ცოდნა;
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· გამართულად მეტყველება;
· გუნდური მუშაობა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ
ღილაკს „გაგზავნა“.