საკურიერო მომსახურება

საქართველოს ფოსტა გთავაზობთ კორპორატიულ საკურიერო მომსახურებას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გზავნილის გაგზავნა და 
ადრესატისთვის ჩაბარება განახორციელოთ იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.
თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ როგორც სტანდარტული, ასევე ექსპრეს შეთავაზებით.
გზავნილის მაქსიმალური წონა - 150 კგ.
                                           
გზავნილის ჩაბარების პირობები 0-20 კგ
• 09:30 - 15:00-სთ-მდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება იმავე დღეს
• 15:00 -სთ-დან სამუშაო დღის ბოლომდე გამოტანილი გზავნილების ჩაბარება მომდევნო სამუშაო დღეს
• SMS შეტყობინება გზავნილის ჩაბარების დღის დასაწყისში
• ზარის განხორციელება ადრესატთან ვიზიტისას - მისამართის დაზუსტების და/ან ადრესატის ინფორმირების მიზნით
• უკუგზავნილი ან დაბრუნებული გზავნილის გამომგზავნთან დაბრუნება იმავე ან მეორე სამუშაო დღეს
 
გზავნილის ჩაბარების პირობები 20/150კგ
• ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული - გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან, 1 /3 სამუშაო დღე
• სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეული- გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან, 3/5 სამუშაო დღე
• SMS შეტყობინება გზავნილის ჩაბარების დღის დასაწყისში
• ზარის განხორციელება ადრესატთან ვიზიტისას - მისამართის დაზუსტების და/ან ადრესატის ინფორმირების მიზნით
• უკუგზავნილი ან დაბრუნებული გზავნილის გამომგზავნთან დაბრუნება 
 
 
ექსპრეს მომსახურება 
 
ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული
• ორშაბათი - პარასკევი - 15:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება იმავე დღეს,ხოლო 19:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება მომდევნო დღის 12:00 სთ-მდე.
• შაბათი - 12:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება იმავე ან მომდევნო სამუშაო დღის 12:00 სთ-მდე, გამგზავნის სურვილის მიხედვით
 
სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეული
• ორშაბათი - პარასკევი 19:00 სთ-მდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება მომდევნო სამუშაო დღეს. 
 
 
დამატებითი სერვისები:
 
• ორვიზიტიანი მომსახურება -კურიერის მიერ ადრესატის მისამართზე პირველი ვიზიტი განხორციელდება გზავნილის გაგზავნის დღესვე, ხოლო მეორ ევიზიტი მომდევნო სამუშაო დღეს.
• ჩაუბარებელი გზავნილის სერვისცენტრში გადამისამართება - თუ გზავნილის ადრესატის მისამართზე ჩაბარება ვერ მოხერხდა, გზავნილი გამგზავნისთვის სასურველი (5- 15 დღე) ვადით განთავსდება მოთხოვნილ სერვისცენტრში.
• უკუგზავნილი კონვერტით - რეგისტრირებული გზავნილი, რომელიც იგზავნება ადრესატთან, გამგზავნისთვის გზავნილის შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაბრუნების პირობით
• პირადად ადრესატზე ჩაბარება - დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის სპეციალური აღნიშვნით „პირადად ადრესატზე ჩაბარება“ გადაცემულ გზავნილებს კურიერი უშუალოდ აბარებს მხოლოდ ადრესატს. გზავნილის მესამე პირისთვის ჩაბარება არ ხდება
• Cash On Delivery - შიგთავსისღირებულებისგადახდისპირობა, კურიერთან, გზავნილისჩაბარებისმომენტში
• გზავნილის დაბრუნების ფორმა - ჩაბარებული გზავნილის გამგზავნთან დაბრუნება, ასეთის საჭიროების შემთხვევაში
• მოკითხვამდე გზავნილი გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვისცენტრის საშუალებით
 
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+(995 32) 2 240 909 / 157
+(995 32) 2 240 909 /168
+(995 32) 2 240 909 / 167
+(995 32) 2 240 909 / 124
 
ან მოგვწერეთ მეილზე - sales@gpost.ge