„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მაისი 26, 2022

ლევან ჩიკვაიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ „საქართველოს ფოსტის“ პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო. 

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ სივრცეში ვიზიტორებს მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა და ვიდეოსტენდი დახვდებათ, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, QR კოდის საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას. „საქართველოს ფოსტა“ დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს -  საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი სტენდი, ასევე მოძრავი საფოსტო ყუთი, საიდანაც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალება აქვთ.

 

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში  სადღესასწაულო  ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში.