მიმდინარე წლის 15 – 18 მაისს, “საქართველოს ფოსტის” წარმოდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ საფოსტო ფორუმში

მაისი 25, 2022

მიმდინარე წლის 15 – 18 მაისს, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მონაწილეობა მიიღო ეროვნულ საფოსტო ფორუმში (US National Postal Forum), რომელიც გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში,  ქალაქ ფენიქსში. ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული საფოსტო ოპერატორი (USPS).

 

აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, დარგის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საფოსტო საქმიანობის უახლესი ტენდენციები და განვითარების ხედვები. ფორუმს, ამერიკის საფოსტო სერვისის მენეჯმენტთან ერთად, ესწრებოდნენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

 

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა საქმიანი შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს გენერალურ დირექტორთან ლუის დეჯოისთან, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარესთან რონ ბლუმთან და ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გენერალური ინსპექტორთან თომი ვითქომბთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის კორპორატიული ურთიერთობების ვიცე პრეზიდენტთან ჯოდი დე ტოროკთან.აღნიშნულ შეხვედრებზე გაქნხილული იქნა როგორ გამოწვევბი, ასევე, ყველა ის მიმართულება, რომლის განვითარებაც იგეგმება.

 

ეროვნული საფოსტო ფორუმი წარმოადგენს ამერიკის საფოსტო სერვისებისა და საფოსტო გადაზიდვების სფეროში წლის უმთავრეს ღონისძიებას, რომლის მიზანია უზრუნველყოს ყველაზე სრულყოფილი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სივრცე.