„საქართველოს ფოსტა“, უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.
ჰუმანიტარული გზავნილების გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით.