„საქართველოს ფოსტის“ კონტრაქტორ ოფისებს ევალებათ საქართველოში შემომავალი სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფა. ასევე, საქართველოდან გასაგზავნი სახმელეთო ამანათის გამგზავნისგან მიღება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების უზრუნველყოფა.
„საქართველოს ფოსტის“ კონტრაქტორი ოფისები მდებარეობს საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თელავი, საგარეჯო, ქუთაისი, ხაშური, თბილისი.
„საქართველოს ფოსტის“ კონტრაქტორი, რომელიც წარმოდგენილია კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავში, მდებარეობს მისამართზე: ქ. თელავი, გ. სააკაძის ქ. 19. სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან - 18 საათამდე. შაბათი - კვირა: 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
ქალაქ საგარეჯოში „საქართველოს ფოსტის“ კონტრაქტორის ოფისი მდებარეობს მისამართზე: რუსთაველის ქუჩა N 242. სამუშაო განრიგი: სამუშაო დღეები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი-კვირა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ასევე, კონტრაქტორი ოფისის სერვისის მიღება შესაძლებელია ქ. ქუთაისში, მისამართზე, ი. ჭავჭავაძის ქ. 32. სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე. შაბათი - კვირა: 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
“საქართველოს ფოსტის“ კონტრაქტორი, რომელიც წარმოდგენილია ქალაქ ხაშურში, მდებარეობს მისამართზე: იმერეთის ქ. 10. სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე. შაბათი: 10:00 საათიდან - 16:00 საათამდე. კვირა: 11:00 საათიდან - 18:00 საათამდე.
ქალაქ თბილისში „საქართველოს ფოსტის“ კონტრაქტორის ოფისი მდებარეობს მისამართზე: დიმიტრი გულიას ქ. 1. სამუშაო განრიგი: ყოველდღე, 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 032 2 24 09 09; ელ.ფოსტა: info@gpost.ge