COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ფოსტა“, თბილისსა და რეიონებში, საკუთარი თანამშრომლების ნებაყოფლობით ვაქცინაციას ახორციელებს. კომპანიამ აცრის მსურველები უკვე დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო.
აღნიშნულ ეტაპზე, „საქართველოს ფოსტაში“ 2100 - მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათი ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად განხორციელდება.