„ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებითა და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

ივლისი 05, 2021

მიმდინარე წლის 4 ივლისს, „ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებითა და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა „საქართველოს  ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, “საქართველოს ფოსტისგან” საჩუქრად, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება, ფოსტის მიერ აღნიშნული დღისთვის დამზადებული თემატური საფოსტო ბარათები გაეგზავნათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

 

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“, გასული წლების მსგავსად, აქტიურად არის ჩართული ქართულ-ამერიკული მეგობრობის გაძლიერების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, კომპანია წელსაც, ტრადიციისამებრ, შეუერთდა აღიშნულ, აშშ-სთვის მეტად მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს და კვლავ გახდა 4 ივლისის პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერი.