29 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ოგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსში გამარჯვებული წერილების ავტორების გამოვლენისა და დაჯილდოვების ღონისძიება.
ასევე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტასა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის გამზირი N3 .