„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

მარტი 01, 2021

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება.

 

 

"საერთაშორისო საფოსტო კავშირისწერილის წერის საერთაშორისო კონკურსირომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირისტოკიოს კონგრესზემიმდინარე წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავსყოველწლიურადმსოფლიო მასშტაბითკონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობასრაც განპირობებულია იმ გარემოებითრომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაშიეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსშედეგად ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულებიშეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

 

 

2021წლის საკონკურსო თემარომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“,  გახლავთ “მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით” (“Write a letter to a family member about your experience of Covid-19”). კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენადამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაშიასევეთანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.

 

 

დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

 

 

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია  გაიმართება 2021 წლის  9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო  დღეს,  „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ შტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია).

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებსნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

·         ნაშრომში უნდა იყოს შენარჩუნებული წერილის ფორმა.

·         წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით.

·         მითითებული უნდა იყოსროგორც გამგზავნისასევე,  მიმღების  მონაცემები.

·         წერილი უნდა სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღი.

·         ნამუშევრის შინაარსი  სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკა.

·         კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული,  გამოქვეყნებული   ან ტირაჟირებული.

·         ნაშრომის სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000  ერთეულს.

·         წერილი შესაძლებელია შესრულებული იყოს  ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე. 

 

·          აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს როგორც ხელნაწერი ნაშრომი,  ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და აპლიკანტის საკონატქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი მისამართი) გაგზავნა სავალდებულოა მისამრთზე:  letter@gpost.ge

·         მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მოწოდების შემდგომ მოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა,  უნდა  წარმოადგინოს მონაწილემ ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება  კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.

·         აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილ იქნას შემდეგი წარწერა: “საერთშორისო წერილის წერის კონკურსი” 2021. (სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარის, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან  მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება და ამ შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურს ყოველგვარი განხილვის გარეშე).

·         კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ჩააგდოს ნაშრომი „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო შემკრებ ყუთში. მომსახურება უფასოა.

·         ელექტრონული რეგისრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გამოაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).

·         აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შემოსული ნამუშევრები ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

·         საკონკურსო ნამუშევრის საფოსტო სერვისცენტრში შესვლის საბოლოო თარიღია 2021 წლის  16 აპრილი, 17:00 საათი.

·         კონკურსის პირობიდან გამომდინარე ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ. 

 

·         კონკურსის დასრულების  თარიღის გასვლის  შემდეგ ნაშრომი არ მიიღება.

          

          წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებითა და კონკურსში მონაწილეობით წერილის ავტორი აცხადებს თანხმობას, რომ საქართველოს ფოსტამ:

 

·         დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

·         შესანახად გადასცეს წერილი საქართველოს ეროვნულ არქივს;

 

·         საჯაროდ გამოაქვეყნოს წერილის შინაარსი წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

 

წერილის წერის კონკურსის ჟიურის შემადგენლობა შემდეგია:

 

 

ქეთევან დუმბაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (2020 - ), საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი (2021 - ), ნ. დუმბაძის გამომცემლობის დირექტორი (2017 - ), კულტურის მინისტრის მრჩეველი (2013 – 2020).

 

 

 

ლევან თაქთაქიშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი (2002 - ), ღირსების ორდენის კავალერი.

 

 

 

თამარ ტალიაშილი  -  საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი (2021 - ), საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2020 - ), სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი (2018 - ).

 

 

 

გიორგი კალანდია  - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის  გენერალური დირექტორი (2019 - ).

 

 

 

თიკა რუხაძე - „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის“ დირექტორი (2016 - ), თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში (2014-1016).

 

 

ნაშრომის წარდგენის ბოლო თარიღია 2021 წლის 16 აპრილი 17:00 სთ.   

ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

შპს „საქართველოს ფოსტა“

ქ.თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2966009

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge