“საქართველოს ფოსტისთვის”, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომელიც საფოსტო - საკურიერო მომსახურების გაწევას შეუზღუდავად, მაგრამ ამავე დროს, ჯანდაცვის გაიდლაინების შესაბამისად ითვალისწინებს.
გლობალური გამოწვევის პირობებში, რომელიც ერთნაირად აისახა მსოფლიოს ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე, „საქართველოს ფოსტას“ მოუწია უმოკლეს ვადებში მოეხდინა საზღვარგარეთ გამავალი გზავნილების გაგზავნის ალტერნატიული გზების მოძიება, არსებულ რეალობასთან ადაპტაცია და საპასუხისმგებლო როლის შესრულება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან გამკლავებაში.
აღსანიშნავია, კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელებისა და მართვის პროცესებში “საქართველოს ფოსტის” უშუალო მონაწილეობა, აგრეთვე გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით “საქართველოს ფოსტამ” განახორციელა მოქალაქეთა მხარდაჭერის ფარგლებში, კერძოდ:
ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით, ვუზრუნველვყავით მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, თანამშრომლები აღიჭურვნენ დამცავი საშუალებებით.
„საქართველოს ფოსტამ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დახმარება გაუწია გაეროს საქართველოს წარმომადგენლობას და საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლობას, საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვადახვა საკვების, პირველადი მოხმარების და სამედიცინო დანიშულების საგნების ბინაზე მიწოდებაში.
ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან (80 012 პირი), სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება. ასევე, „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო პირბადეების ბინაზე მიწოდება 70 წელს გადაცილებული მარტო მცხოვრები პენსიონერებისთვის (41 290 პირი) და გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებისა და პირბადეების მიწოდება შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის(1200-მდე პირი).
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ფოსტა“ პროექტის „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ მხარდამჭერი გახდა. კამპანიის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკა, ასევე, 18 თვის განმავლობაში ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზე. საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შეუერთდა პროექტს იმისათვის, რომ უზრუნველყოს გზავნილების მიტანა ბენეფიციარებამდე საქართველოს მასშტაბით.
აგრეთვე, პანდემიის პირობებში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ემიგრანტ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ფოსტა“ საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული სკოლებისათვის წიგნების ეტაპობრივ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
დამატებით, პანდემიის ფონზე, თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ფოსტა“ შეუერთდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტს ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვს რეგიონებში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით. „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, უზრუნველყოფს საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირებას ბენეფიციარებამდე, საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ჰუმანიტარული გზავნილები მიიღეს ქუთაისში და გორში მცხოვრებმა შეჭირვებულმა ოჯახებმა და ქუთაისის „ ბავშვთა სოფლის“ ბავშვებმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტამ, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისა და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, სახელწოდებით „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, მომხმარებელს საბერძნეთში, ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეები საჩუქრად გადასცა. მოგეხსენებათ, პირბადის ტარება პირდაპირ არის დაკავშირებული კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციასთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვატაროთ პირბადე სწორად, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ის მარტივი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ვირუსის გავრცელების შენელებაში.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, „საქართველოს ფოსტა“ აქტიურად მუშაობს, როგორც არსებული სერვისების განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი სერვისების დასანერგად. მიმდინარე ეტაპზე ფოსტა ორიენტირებულია ციფრული სერვისების განვითარებაზე.
საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.