„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა EMS გზავნილის მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კატეგორიაში

მარტი 17, 2022

მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა EMS გზავნილის მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტებს. შედეგად, EMS გზავნილის მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის  კატეგორიაში კომპანია გახდა ლიდერი 180-ზე მეტ ქვეყანას შორის. 

 

მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს „EMS კოოპერატივის“ ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება - მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შეფასების (EMS Customer Care) მიმართულებით, რის შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ“ 2021 წლის მონაცემებით, 2020 წლის მსგავსად,  დააკმაყოფილა ყველა საერთაშორისო კრიტერიუმი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.