მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს ფოსტამ, გასული 6 თვის მაჩვენებლებით უმაღლესი შეფასება მიიღო ამანათების მომსახურების ყველა კომპონენტში, კერძოდ, მიღება, დამუშავება, ჩაბარება და მომსახურების ხარისხი. აღნიშნული წარმატება საშუალებას აძლევს კომპანიას მომდევნო 6 თვის განმავლობაში მსოფლიოს 190 ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას მოემსახუროს გაუმჯობესებული პირობებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტამ ნაჩვენები შედეგით ჩამოიტოვა ისეთი მოწინავე ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ავსტრია, ბელგია, იტალია, ჩეხეთი, შვედეთი, ნიდერლანდების სამეფო და სხვა.