საქართველოს ფოსტისა და „ჯიბის სტუდიის“ თოჯინური ანიმაციური ფილმი "წერილით და სიყვარულით" შერჩეულია ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (Festival international du film d'animation d'Annecy) .
ნამუშევარი ოფიციალურ სარეკლამო ფილმების საკონკურსო პროგრამაში, ათასობით საერთაშორისო ფილმიდან, 35 საუკეთესო ანიმაციას შორის მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოში შექმნილი ფილმი პირველად შეირჩა.
ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ევროპაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა ანიმაციის სფეროში. ფესტივალს, ყოველწლიურად, 130 000 ადამიანი სტუმრობს.