საქართველოს ფოსტისა და თოჯინური ანიმაციური ფილმების სტუდია „ჯიბის სტუდიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა

თებერვალი 17, 2025

საქართველოს ფოსტისა და თოჯინური ანიმაციური ფილმების სტუდია „ჯიბის სტუდიის“ ორგანიზებით, შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა.

 

მოზარდებს  უმასპინძლეს საქართველოს ფოსტის, 2025 წლის, საახალწლო კამპანიის ანიმაციის შემქმნელებმა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მოზარდებმა დაათვალიერეს  საქართველოს ფოსტის ანიმაციის ექსპონატები, გაეცნენ ანიმაციურ ფილმებს. ასევე, მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეექმნათ ზღაპრული პერსონაჟები და ანიმაციური ვიდეოები.

 

მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 40 - მდე აღსაზრდელმა.

 

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებული მასტერკლასის მიზანია, ბავშვებში გემოვნების, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების განვითარება, რაც სამომავლოდ მათ წარმატებაზე აისახება.

 

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთი,  მნიშვნელოვანი,  CSR პროექტების ინიცირება მოახდინა.