2025 წლის 4 თებერვალს, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ორ რეგიონში, საქველმოქმედო აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან ჩიკვაიაძე ესტუმრა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, მოინახულა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები და გადასცა საჩუქრები, როგორც პირველადი მოხმარების ნივთების, ასევე, სპორტული ინვენტარი და სამაგიდო თამაშები.
აღნიშნული ღონისძიება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი CSR პროექტის ინიციირება მოახდინა.