საქართველოს ფოსტის განცხადება

ნოემბერი 09, 2023

 

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს ფოსტამ“, ოპერირების მიზნით დაადგინა საფოსტო ინდექსები, რომელთა გამოყენებაც სავალდებულოა, ჩვენი კომპანიის სერვისებით სარგებლობისას.

 

საფოსტო გზავნილის დამისამართებისას, მისამართთან ერთად სავალდებულოა მითითო გზავნილის როგორც გამგზავნის, ასევე ადრესატის საფოსტო ინდექსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია საფოსტო გზავნილი ვერ ჩაბარდეს ადრესატს და დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას.

 

ნებისმიერი მისამართის შესაბამისი საფოსტო ინდექსის მოძიება შესაძლებელია შპს „საქართველოს ფოსტის“ ვებ გვერდზე. ეწვიეთ ბმულს