2024 წლის 27 – 30 მაისს, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ორგანიზებით, საქართველოში, “UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა

მაისი 30, 2024

2024 წლის 27 – 30 მაისს, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ორგანიზებით, საქართველოში, “UPU რეგიონალური პროექტის ოპერაციული ეფექტურობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების  (ORE 3), საერთაშორისო სემინარი გაიმართა,  რომლის მიზანი იყო, მზარდი ელექტრონული კომერციის პირობებში  მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციების ოპერაციული ეფექტურობის ამაღლება.

 

ამავდროულად, გაიმართა, საფოსტო უსაფრთხოების სემინარი, რომლის მიზანი იყო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება,  რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უსაფრთხო პარტნიორობის გარანტიას.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, ალბანეთის, თურქეთისა და მონტენეგროს დანიშნულმა საფოსტო ოპერატორებმა, საბაჟოსა და უსაფრთხოების ექსპერტებმა.

 

სემინარის ფარგლებში, საქართველოს ფოსტამ გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს.