საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“.
თსუ-ის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წლებში გამოცემული 133 საფოსტო მარკა.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტია განხორციელებული.