საქართველოს ფოსტის განცხადება

მარტი 04, 2024

გაცნობებთ, რომ რედიქსის შენობაში დაგეგმილია ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, რის გამოც, მომხმარებლების და  თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 09 მარტს, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71-ში მდებარე, 0186 თბილისის საფოსტო სერვის ცენტრი მომხმარებლებს, ადგილზე ვერ მოემსახურება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!