საქართველოს ფოსტამ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს

ოქტომბერი 13, 2023

საქართველოს ფოსტისადა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ. „საქართველოს ფოსტისგენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეტაპზე, წიგნები გადაეცა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგი სკოლების ბიბლიოთეკებს: სოფელი რუხის საჯარო სკოლა, სოფელი რიყის საჯარი სკოლა და სოფელი ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა.

 

პროექტი ერთი წელი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფს.