15 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში სისხლის მარაგების შევსების მიზნით გაიმართა უანგარო დონორთა აქცია ,,თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ".
დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით მოხდება საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა.