„საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ფოსტას “HayPost CJSC”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აპრილი 11, 2023

მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, სომხეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ეროვნულ ოპერატორს “HayPost CJSC”- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას. ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა ქვეყნებს შორის.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ ფინანსურმა დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ და “HayPost CJSC”- ს ხელმძღვანელის მოადგილემ არტაკ გულიანმა.