მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის

მარტი 02, 2023

მიმდინარე წლის 1 მარტს, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში, საქართველოს ფოსტას, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებასშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

 

გაყიდვაში გაეშვა საფოსტო მარკა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“, ნომინალით 2+1. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მარკის რეალიზაციიდან შემოსული თანხის, კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხვას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

 

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტს გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა.