1 მარტიდან, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საქართველოში საქართველოს ფოსტა ჩაატარებს

თებერვალი 28, 2023

 

მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსისაქართველოს ფოსტისორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეათედ გაიმართება

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსსყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობსსხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. მსოფლიო საფოსტო კავშირის ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას

დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება მსოფლიო საფოსტო კავშირში და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში

2023 წლის საკონკურსო თემა „წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერ გმირი და შენი მისია არის,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  გახადო უსაფრთხო ყველა გზა ბავშვებისთვის. მიწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერ ძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად.“ ("Imagine you are a super hero and your mission is to make all roads around the world safer for children. Write a letter to someone explaining which super powers you would need to achieve your mission"). კონკურსის მიზანიათანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიწერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია

მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2023 წლის  9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ბერნში, შვეიცარია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება

·         სავალდებულოანაშრომში შენარჩუნებული იყოს წერილის ფორმა.

·         სავალდებულოაწერილი იწყებოდეს მისალმებით.

·         სავალდებულოამითითებული იყოს, როგორც გამგზავნის, ასევე, მიმღების მონაცემები.

·         სავალდებულოა, წერილი სრულდებოდეს გამგზავნის ხელმოწერითა და თარიღით.

·         სავალდებულოა, ნამუშევრის შინაარსი პასუხობდეს კონკურსის თემატიკას.

·         კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებულიგამოქვეყნებული

·         სავალდებულოაწერილშისიტყვათა რაოდენობა არ აღემატებოდეს 1000 ერთეულს.

·         წერილიშესაძლებელია შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენებზე.

·         მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოსროგორც ხელნაწერი ნაშრომი, ასევე, მისი ელექტრონული ვერსია. ელექტრონული ვერსიის და მონაწილის საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერიმისამართი) გაგზავნოს მისამრთზეletter@gpost.ge

·         მხოლოდ ნამუშევრის ელექტრონული ფოსტით მიწოდების შემდგომმოხდება მონაწილეობის მსურველის კონკურსში რეგისტრაცია. წერილის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისამონაწილემუნდა წარმოადგინოს ნაშრომის დედანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად მოხდება კანდიდატის კონკურსიდან მოხსნა.

·         აპლიკანტი ვალდებულია ნაშრომი წარმოადგინოს დალუქული კონვერტით და კონვერტზე დატანილი იქნას შემდეგი წარწერა: წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2023“. სხვა ნებისმიერი: სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, პირობითი სახელის ან მაიდენტიფიცირებელი ნიშნის და/ან რაიმე სიმბოლოს დატანა იკრძალება.

·         კონკურსანტს შეუძლია ისარგებლოს ახლომდებარე საფოსტო სერვისცენტრის მომსახურებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან განათავსოს ნაშრომი საქართველოს ფოსტის საფოსტო შემკრებ ყუთში. მომსახურება უფასოა.

·         ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტი ვალდებულია 5 დღის ვადაში ისარგებლოს საფოსტო მომსახურებით და გაგზავნოს ნაშრომის დედანი (სასურველია ხელნაწერი).

·         კონკურსის პირობიდან გამომდინარე ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს მოსწავლის და არა მშობლის ან პედაგოგის ან სხვა მესამე პირის მიერ.

წერილის ავტორი აცხადებს თანხმობას, რომ საქართველოს ფოსტა:

·         დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

·         საჯაროდ გამოაქვეყნებს წერილის შინაარსს წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ნამუშევრების მიღების თარიღი: 2023 წლის 1 მარტიდან.

საკონკურსო ნამუშევრის ელ ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრშიიღების საბოლოო თარიღია 2023 წლის 1 აპრილი.

 

ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

შპს საქართველოს ფოსტა

. თბილისი, სადგურის მოედანი 2

0100 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 2240909

ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge