საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა

დეკემბერი 28, 2022

27 დეკემბერს, „საქართველოს ფოსტისორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული და იტალიური მარკების პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა,საქართველოს ფოსტისგენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ. ღონისძიება გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

 

საქართველოს ფოსტისმიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.

 

 

ქართული მარკა მიმოქცევაშია 2022 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომიასაქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.

 

 

საქართველოს ფოსტისმიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული. იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის ტირაჟია  350.010  ერთეული.