საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის დირექტორთა საბჭოს წევრად იქნა არჩეული

ოქტომბერი 06, 2022

მიმდინარე წლის 3-7 ოქტომბერს, ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში, ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელზეც “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე  არჩეული იქნა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2023 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. 

 

ევროპის საფოსტო ასოციაციის “PostEurop”-ის დირექტორთა საბჭო შედგება 11 წევრისგან. ასამბლეაზე, საბჭოს წევრად, საქართველოსთან ერთად არჩეულ იქნა შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.  

 

ევროპის საფოსტო ასოციაცია “PostEurop” აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 55 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას.