ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი მარკა

სექტემბერი 22, 2022

20 სექტემბერს, “საქართველოს ფოსტისგენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა ორბელიანების სასახლეში.

 

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, “საქართველოს ფოსტისგენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

 

ღონისძიების ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენა.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა დასაქართველოს ფოსტისმხარდაჭერით, მიმოქცევაში ჩაეშვა საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ვარლამ ჩერქეზიშვილი.

 

საფოსტო მარკის ავტორი: ბაადურ ქობლიანიძე.