ქოლცენტრის ოპერატორი

გამოქვეყნებულია თებერვალი 09, 2024 / ძალაშია მაისი 19, 2024

სამუშაო განრიგი : სრული

ადგილმდებარეობა : თბილისი

ანაზღაურება: 900 ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;

·        მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და  გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;

·        მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე  და მისი გადაცემა  დანიშნულებისამებრ;

·        მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        უპირატესობა მიენიჭება ქოლ ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·        ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

·        ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

 

ძირითადი უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გამართულად მეტყველება;

·        გუნდური მუშაობა;

·        პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: 

-                   გასაუბრება;

-                   მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი“.

 

შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

თუ გსურთ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@gpost.ge .